Saturday, December 13, 2008

1. საცდელი პროექტის სახელი: ”წყალი”


”წყალს აქვს მინიჭებული საოცარი ძალა გახდეს დედამიწაზე სიცოცხლის ელექსირად.”
ლეონარდო და ვინჩი
2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები იძიებენ, ეცნობიან, იკვლევენ და ადარებენ სხვადასხვა ქვეყნების წყლის კულტურას, შემადგენლობას მის დანიშნულებას და გამოყენებას.
მოსწავლეები ჰქმნიან თვალსაჩინოებს, ცვლიან, ანთავსებენ მოპოვებულ ინფორმაციას ბლოგებზე
3. პროექტის სრული აღწერა: GEARN-ის საცდელ პროექტში მონაწილე მოსწავლეები:
  • * შეისწავლიან წყლის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს, შემადგენლობას, დანიშნულებას, მის გამოყენებას და გაფრთხილებას;
  • * მოიძიებენ, გაეცნობიან, გამოიკვლევენ და შეადარებენ სხვადასხვა ქვეყნების წყლის კულტურას;
  • * მოიძიებენ ინფორმაციას არის თუ არა წყალი სხვა პლანეტებზე;
  • * მოსწავლეები შექმნიან თვალსაჩინოებს, თამაშებს, გაცვლიან მოპოვებულ ინფორმაციას.
4. მონაწილეთა ასაკი/ კლასები: 5-15
5. ვადები/ხანგრძლივობა: სასწავლი წლის ნებისმიერი 2 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესწავლა,ანალიზი, კვლევა, ძიება, შედარება, მოსმენა, დამოუკიდებელი მუშაობა, დისკუსიების გამართვა, თამაში, ნახატების, ნახაზების, რუკების და სხვა თვალსაჩინოების შექმნა, ნამუშევრების წარდგენა და აღწერა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება, ინტელექტუალური და სულიერი მიდრეკილებების გამოვლენა და განვითარება, ბუკლეტების გამოცემა, web-გვერდის შექმნა.
8. სარგებელი სხვებისთვის: საგნობრივი გუფების შექმნა და კოორდინაცია, ინფორმაციის გაზიარება, ექსკურსიების მოწყობა, კონკურენტუნარიანობის განვითარება, ინტეგრირებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსიის შექმნა.
9. სამუშაო ენა: ქართული, ფრანგული, რუსული და სხვა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართულ, ფრანგულ, რუსულ და სხვა ენებზე მასალების მოძიება, საბუნებისმეტყველო (ქიმია, ფიზიკა, ასტრონომია, ბიოლოგია, საზოგადოებათმცოდნეობის (ისტორია, რელიგია, გეოგრაფიის), ხელოვნებათმცოდნეობის (მუსიკა, ხატვა, ხელოვნება) საგნების დაკავშირება.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ირმა ზარნაძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: iramadze@gmail.com
14. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx/.eea355e/?9
15. პროექტის web-გვერდი/ბლოგი: http://water11.blogspot.com/

7 comments:

  1. გლობალური და საინტერესო პროექტია, რომელიც დიდ ცოდნას მისცემს ბავშვებს. გისურვებთ წარმატებებს. 96-ე საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი მერაბ ზარნაძე

    ReplyDelete
  2. სალამი ირმა. ძალიამ მომეწონა შენი პროექტი თავისი გლობალურობით.კარგი ნამუშავარია.
    გისურვებ წარმატებას.

    მარინა არუთინოვი
    98-ე საჯარო სკოლა

    ReplyDelete
  3. მოგესალმებით ქალბატონო ირმა
    ძალიან საინტერესო პროექტია, გისურვებთ წარმატებებს...

    96-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
    მანანა ჭიაბერაშვილი

    ReplyDelete
  4. ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი, მე ვიცი რომ წყალი ერთ_ერთი საოცარი ანომალიაა დედამიწაზე.ბუნებაში და ცდების დროს მისიქცევა არაფრით არ ჰგავს სხვა ნივთიერებების ქცევას,მაგრამ სწორედ მისი ახირების წყალობით განვიტარდა სიცოცხლე წყალსი და შეინარჩუნა არსებობა.
    წყალი საუკეთესო გამხსნელია ამქვეყნად."ყოვლისშემძლე გამხსნელი" ამბობენ ქიმიკოსები. იგი უამრავ ნივთიერებას ხსნის და თვითონ ინერტული რჩება. გისურვებთ წარმატებას
    დოდო უბირია 58 სკოლა

    ReplyDelete
  5. gisurvebt tcarmatebebs!tckals xom siketec da zianitc bevri moakvs.namdvilad globaluriproektia. 67-t skola

    ReplyDelete
  6. სალამი,
    გმადლობთ გამოხმაურებისათვის.

    ReplyDelete
  7. mogesalmebiT qalbatono irma,dzalian momecona Tqveni proeqti,miT upro rom am temaze bevri mimuSavia,aucileblad Cavertvebi am proeqtis ganxorcielebaSi.DaaTvaliereT chemi blogi da saintereso iqneba tu Cven am kutxiT erTmaneTTan,rasakvirvelia tu survili geqnebaT,viTanamSromlebT.
    pativiscemiT ia gigiberia

    ReplyDelete